// უფასო ინსტრუმენტი
საიტის აუდიტი
საიტის აუდიტი უფასოდ, რამდენიმე წამში. ჩვენი ჩეკერი ამოწმებს რედირექტებს, SSL-ს, robots.txt-ს, sitemap-ს, მობილურის სიჩქარეს, მეტა ტეგებს, Open Graph-ს, უსაფრთხოების ჰედერებს და schema-ს, ყოველ პრობლემას კი გასწორების რჩევა ახლავს.
// რას ამოწმებს
რას ამოწმებს საიტის აუდიტი
თითოეული შემოწმება ეხება იმას, რასაც Google, ბრაუზერები და სოციალური ქსელები რეალურად იყენებენ. რეგისტრაციის და მეილის გარეშე.
სტატუს კოდები, http → https და www რედირექტები, რედირექტების ჯაჭვი და სერვერის პასუხის დრო.
სანდოა თუ არა სერტიფიკატი, ფარავს თუ არა დომენს, როდის იწურება და რომელი TLS ვერსიებია ჩართული.
robots.txt ხომ არ ბლოკავს Google-ს, მოიძებნა თუ არა XML sitemap და რამდენ URL-ს შეიცავს.
Viewport, ზუმი და Google PageSpeed-ის მობილურის ქულა Core Web Vitals-ით (LCP, CLS, INP).
Title-ის და meta description-ის სიგრძე, ერთი H1, canonical, ენა, noindex და სურათების alt ტექსტი.
როგორ ჩანს გვერდი Facebook-ზე, LinkedIn-ზე და X-ზე გაზიარებისას, გაზიარების სურათის ზომის ჩათვლით.
HSTS, Content-Security-Policy, clickjacking-ისგან დაცვა, referrer policy და ვერსიის გამჟღავნება.
პოულობს JSON-LD სტრუქტურირებულ მონაცემებს, ამოწმებს სინტაქსს და აჩვენებს schema-ს ტიპებს.
// შედეგების წაკითხვა
როგორ წავიკითხოთ საიტის აუდიტის ქულა
ყოველი შემოწმება იღებს ქულას 100-დან და ფერს. მწვანე ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზეა, ყვითელი არის გაფრთხილება, რომლის გასწორებაც ღირს, წითელი კი პრობლემაა, რომელიც სავარაუდოდ ტრაფიკს, ნდობას ან გაყიდვებს გიკარგავს. საერთო ქულა რვავე შემოწმების საშუალოა.
ყველა პუნქტი ერთნაირად არ იწონის. გვერდი, რომელიც Google-ს „noindex“-ს ეუბნება, ვადაგასული SSL სერტიფიკატი ან robots.txt, რომელიც მთელ საიტს ბლოკავს, ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე ერთი გამოტოვებული ჰედერი. ამიტომ ჯერ წითელი პუნქტები გაასწორე.
ყოველ პრობლემას მოკლე რჩევა ახლავს, როგორ გასწორდეს. უმეტესობა WordPress-ში რამდენიმე წუთის საქმეა: Rank Math ან Yoast, ქეშირების პლაგინი ან ერთი ხაზი სერვერის კონფიგურაციაში. თუ არ გინდა, რომ თავად ჩაერიო, ამას ჩვენი გუნდი გააკეთებს.
ჩეკერი ამოწმებს იმ მისამართს, რომელსაც ჩაწერ, ჩვეულებრივ მთავარ გვერდს. სხვა გვერდის, მაგალითად პროდუქტის ან ბლოგ-პოსტის შესამოწმებლად ჩასვი მისი სრული ბმული. შედეგის ბმულის დაკოპირება და დეველოპერისთვის გაგზავნაც შეგიძლია.
// ჩეკერი თუ სრული აუდიტი
საიტის აუდიტი და სრული SEO აუდიტი: რა განსხვავებაა
ეს საიტის აუდიტი ერთ გვერდს დაახლოებით ერთ წუთში ამოწმებს. ეს ყველაზე სწრაფი გზაა იმ ტექნიკური პრობლემების დასაჭერად, რომლებიც Google-ს საიტის ნახვას, ნდობას ან ჩატვირთვას უშლის. ერთდროულად უფასო SEO შემოწმებაა და საიტის ჯანმრთელობის შემოწმებაც, და მცირე ბიზნესის საიტების უმეტესობისთვის საკმარისია მთავარი პრობლემების საპოვნელად.
სრული SEO აუდიტი უფრო შორს მიდის: საიტის ყველა URL, შიდა ბმულები, კონტენტის ხარისხი, საკვანძო სიტყვები და ბექლინკები. რას მოიცავს ეს, კარგად ჩანს Google-ის SEO-ს საწყის გზამკვლევში. თუ ნაბიჯ-ნაბიჯ სია გინდა, წაიკითხე ჩვენი სტატია როგორ შევამოწმოთ საიტი უფასოდ, ხოლო თუ გინდა, რომ ჩვენ გავაკეთოთ, ნახე ჩვენი SEO სერვისი.
საიტის აუდიტი ხელახლა გაუშვი ყოველი დიდი ცვლილების მერე: რედიზაინის, ახალი თემის, პლაგინის განახლების ან ჰოსტინგის შეცვლის შემდეგ. ვადაგასული სერტიფიკატი ან დავიწყებული noindex ჩვეულებრივ სწორედ ასეთი ცვლილებების მერე ჩნდება.
კითხვები საიტის შემოწმებაზე.
ჩეკერი მართლა უფასოა?
კი. უფასოა, რეგისტრაციისა და მეილის გარეშე. ის იმისთვის შევქმენით, რომ გაჩვენოთ, როგორ ვმუშაობთ. თუ ნაპოვნის გასწორებაში დახმარება გჭირდება, მოგვწერე.
რას ამოწმებს საიტის ჩეკერი?
რვა მიმართულებას: HTTP სტატუსს და რედირექტებს, SSL სერტიფიკატს, robots.txt-ს და XML sitemap-ს, მობილურზე მორგებას და სიჩქარეს, მეტა ტეგებს, Open Graph ტეგებს, უსაფრთხოების ჰედერებს და schema მარკაპს.
ეს SEO აუდიტია?
ეს არის ერთი გვერდის სწრაფი ტექნიკური SEO და ჯანმრთელობის შემოწმება. სრული SEO აუდიტი ყველა გვერდს, კონტენტს, საკვანძო სიტყვებს და ბექლინკებს მოიცავს. ამას ჩვენი SEO სერვისის ფარგლებში ვაკეთებთ.
საიდან მოდის მობილურის სიჩქარის მონაცემები?
Google PageSpeed Insights-იდან, მობილურ რეჟიმში. ეს იგივე ტესტია, რასაც Google გთავაზობს. თუ Chrome-ს შენი საიტისთვის საკმარისი მონაცემი აქვს, რეალური მომხმარებლების Core Web Vitals-იც ჩანს.
ინახავთ შემოწმებულ საიტებს?
შედეგები დაახლოებით ათი წუთი ინახება მეხსიერებაში, რომ განმეორებითი შემოწმება სწრაფი იყოს, მერე იშლება. შემოწმებული საიტების სიას არ ვადგენთ.
ქულა დაბალი მაქვს. რა გავასწორო პირველ რიგში?
დაიწყე წითელი პუნქტებით SSL-ში, robots.txt-ში, noindex-ში და სტატუს კოდებში, რადგან მათ შეუძლიათ Google-ს საიტის ჩვენება საერთოდ შეუჩერონ. მერე გადადი მეტა ტეგებზე, მობილურის სიჩქარეზე და დანარჩენზე.
// შემდეგი ნაბიჯი
გინდა, ეს პრობლემები ჩვენ გავასწოროთ?
გამოგვიგზავნე შედეგი. გეტყვით, რა არის მნიშვნელოვანი, რა შეიძლება მოიცადოს, და დანარჩენს გავასწორებთ.
- გასაგები გეგმა
- ტექნიკური SEO
- სიჩქარე და უსაფრთხოება