// მეილის ჩეკერი

მეილის აუდიტი: SPF, DKIM და DMARC ჩეკერი

ჩაწერე მეილის მისამართი ან დომენი და შეამოწმე, მიდის თუ არა შენი მეილები Inbox-ში: MX ჩანაწერები, SPF, DKIM, DMARC, MTA-STS, შავი სიები, და არის თუ არა მისამართი ვალიდური ან დროებითი.

SPFDKIMDMARCშავი სიები

// რას ამოწმებს

რას ამოწმებს მეილის აუდიტი

MX ჩანაწერები

შეუძლია თუ არა დომენს მეილის მიღება და რომელი პროვაიდერია.

SPF ჩანაწერი

ერთი ვალიდური SPF, სწორი პოლიტიკა და 10-ზე ნაკლები DNS მოთხოვნა.

DKIM

DKIM გასაღებები გავრცელებულ selector-ებზე.

DMARC

პოლიტიკა (none, quarantine, reject) და რეპორტების მისამართი.

MTA-STS და TLS-RPT

დაშიფრული მიწოდება და TLS რეპორტები.

შავი სიები

Spamhaus, Barracuda და SpamCop შენი მეილ-სერვერისთვის.

მეილის მისამართი

ფორმატი, დომენი, დროებითი და საერთო მისამართები (info@).

BIMI

ბრენდის ლოგო მხარდაჭერილ ყუთებში.

// რატომ არის მნიშვნელოვანი

მეილის აუდიტი: SPF, DKIM და DMARC ჩეკერი

2024 წლიდან Gmail და Yahoo მასობრივი გამგზავნებისგან SPF-ს, DKIM-ს და DMARC-ს ითხოვენ, და დომენებიდან ამ ჩანაწერების გარეშე გაგზავნილი მეილები ბევრად ხშირად ხვდება სპამში. თუ შენი ინვოისები, შეთავაზებები ან პასუხები სპამში ხვდება, მიზეზი თითქმის ყოველთვის ერთ-ერთი ამ ჩანაწერთაგანია, ან მეილ-სერვერი შავ სიაშია.

ეს მეილის ჩეკერი საჯარო DNS ჩანაწერებს კითხულობს, ამიტომ ნებისმიერ დომენზე მუშაობს, შენსაზეც და კლიენტებისაზეც. სრული მისამართი თუ ჩაწერე, მის ფორმატსაც შეამოწმებს და იმასაც, დროებითი ან საერთო მისამართია თუ არა. არცერთ მეილს არ აგზავნის.

კითხვები: მეილის აუდიტი.

როგორ შევამოწმო SPF, DKIM და DMARC?

ჩაწერე დომენი ან ამ დომენის ნებისმიერი მისამართი. აუდიტი საჯარო DNS ჩანაწერებს წაიკითხავს და გეტყვის, არის თუ არა თითოეული სწორად გამართული.

რომელი DMARC პოლიტიკა გამოვიყენო?

დაიწყე p=none-ით და რეპორტების მისამართით, რომ ნახო, ვინ აგზავნის მეილს შენი სახელით, მერე გადადი p=quarantine-ზე და ბოლოს p=reject-ზე.

შეგიძლიათ შეამოწმოთ, არსებობს თუ არა მისამართი?

ვამოწმებთ ფორმატს, დომენის MX ჩანაწერებს და არის თუ არა დროებითი მისამართი. თავად ყუთს არ ვუკავშირდებით.

რატომ ხვდება ჩემი მეილები სპამში?

ყველაზე ხშირად SPF, DKIM ან DMARC აკლია ან არასწორადაა, SPF-ში ზედმეტი მოთხოვნებია, ან მეილ-სერვერი შავ სიაშია.

// შემდეგი ნაბიჯი

გინდა, ეს პრობლემები ჩვენ გავასწოროთ?

გამოგვიგზავნე შედეგი. გეტყვით, რა არის მნიშვნელოვანი, რა შეიძლება მოიცადოს, და დანარჩენს გავასწორებთ.